: შობა უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ არავინ უნდა დაივიწყოს ისინი, ვინც ომის სიმძიმეს საკუთარ თავზე განიცდის.

„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს, მონობას. გილოცავთ ყველას ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკემ მორწმუნეებს სთხოვა მისთვისაც ელოცა და ყველას დამდეგი შობა მიულოცა.

გვიან საღამოს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.

კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები