რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.
კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ს დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.
ფრანცისკეს 2025 წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
18 თებერვალს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.
საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, – რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა -ის პრეზიდენტ ს საიმიგრაციო პოლიტიკას – შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთამერიკელი მეთაური იყო.
ის 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომა უძღოდა წინ.
კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში აირჩევენ საიდუმლო კენჭისყრაზე.
კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე პაპს აირჩევს კარდინალთა კოლეგია – კარდინალთა დაახლოებით 80%-იც ფრანცისკეს ხელდასხმულია.
ფორუმი