რომის პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ საავადმყოფოდან გაწერეს. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, კვირას ის წმინდა პეტრეს მოედანზე ეტლით მივიდა და იქ შეკრებილ ხალხს მიესალმა.
პონტიფიკი კვირას ჩვეულებრივ ატარებს შუადღის ლოცვებს წმინდა პეტრეს მოედანზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ეს 9 თებერვლის შემდეგ არ გაუკეთებია.

88 წლის ფრანცისკე 14 თებერვალს საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე რესპირატორული ინფექციით, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზული გაუარესება პაპობის 12 წლის განმავლობაში. მან ხუთ კვირაზე მეტი გაატარა საავადმყოფოში.
მომავალ პაპ ფრანცისკეს (დაბადებით ხორხე მარიო ბერგოლიოს) 21 წლის ასაკში ფილტვის ნაწილი ამოსჭრეს და მას შემდეგ ის განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა რესპირატორული დაავადებების მიმართ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო