უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს – ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ რომის ახალმა პაპმა ლეო მეთოთხმეტემ წმინდა პეტრეს მოედანზე თავის პირველ მიმართვაში განაცხადა.
მიმართვაში პაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიის მისიონერულ როლს და ქველმოქმედებას.
“ერთად, უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს… დიალოგებს ამყარებს, რომლებიც ყოველთვის ღიაა ამ მოედანზე ხელგაშლილი ხელებით მიგიღოს – რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მიიღოს, ვინც ჩვენს ქველმოქმედებას, ჩვენს მონაწილეობას, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს…
ასე რომ, თქვენთან ერთად ლოცვა მსურს. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის. და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ლეო XIV.
