რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ რომის „ჯემელის“ საავადმყოფო დატოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფოს დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე აივნიდან გულშემატკივრების წინაშე საჯაროდ გამოჩნდა და მათ მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, 88 წლის რომის პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს თავდაპირველად მძიმე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, შემდგომში მას პოლიმიკრობული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ორივე ფილტვის პნევმონიაში გადაიზარდა. რომის პაპის ექიმებმა შაბათს განაცხადეს, რომ სრულად გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება და რომ მას ვატიკანში კიდევ ორთვიანი დასვენება გამოუწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს