რომის პაპი ლეო XIV თურქეთსა და ლიბანს ეწვევა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვატიკანის ცნობით, რომის პაპი ლეო XIV თურქეთს 27-30 ნოემბერს ეწვევა, ხოლო ლიბანში 2 დეკემბრამდე დარჩება.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ლეო XIV მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდება.
ცნობისთვის, კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ ეს ლეო XIV-ს საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.
