რომის პაპი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტზე – ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს

რომის პაპი ლეო მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ს თქმით, ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ღაზაში ღაზაში მყოფი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ.
„კიდევ ერთხელ ვაკეთებ მკაცრ მოწოდებას, რათა დასრულდეს კონფლიქტი წმინდა მიწაზე, რომელმაც ამდენი ტერორი, ნგრევა და სიკვდილი გამოიწვია. ვითხოვ ყველა მძევლის გათავისუფლებას, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ შეღწევის ხელშეწყობას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულად დაცვას“, – განაცხადა რომის პაპმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი მოითხოვს მოქალაქეების დაცვის ვალდებულებას, კოლექტიური დასჯის, ძალის განურჩევლად გამოყენების და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების აკრძალვას.