რომის პაპი იმედოვნებს, რომ პარიზის ოლიმპიადა ზავამდე მიგვიყვანს

21 ივლისს, რომის პაპმა, ფრანცისკემ, იმედი გამოთქვა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ზავის შესაძლებლობა და მოუწოდა სპორტსმენებს, იყვნენ მშვიდობის მაცნეები და მაგალითი ახალგაზრდობისთვის.
თამაშები იწყება 26 ივლისს მდინარე სენაზე გახსნის ცერემონიით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 10 500 სპორტსმენი და 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური.
წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხის წინაშე ყოველკვირეული გამოსვლისას, პაპმა თქვა, რომ იმედოვნებს, რომ “ძველი ტრადიციის თანახმად, ოლიმპიადა იქნება ომებში ზავის დამყარების შესაძლებლობა”. მან ახსენა კონფლიქტები ში, ღაზაში, მიანმაში და სხვა ქვეყნებში, და თქვა: “არ დაგვავიწყდეს, რომ ომი – დამარცხებაა”.
გასულ თვეში, იტალიაში “დიდი შვიდეულის” (G7) ლიდერების შეხვედრის საბოლოო განცხადებაში მათ ერთხმად მოითხოვეს ზავი გლობალურ კონფლიქტებში ოლიმპიური თამაშების პერიოდში.
ფორუმი