: იმედი მაქვს, „ჰამასი“ სამშვიდობო გეგმას დადგენილ ვადებში მიიღებს

ღაზას სექტორში ომის დასრულებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველ გეგმას ლეო XIV გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „ჰამასი“ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მხარს დაუჭერს.
„გეგმაში ძალიან საინტერესო ელემენტებია. იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მას დადგენილ ვადებში მიიღებს“, – განაცხადა რომის პაპმა.
30 სექტემბერს თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი გეგმა გამოაქვეყნა.
ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება, მათ შორის არის – ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში