რომის პაპი: თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის“, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

რომის პაპმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია სამყაროში დემოკრატიის მდგომარეობით.

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან სასწორზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება, იყოს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭიროა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს