– ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

რომის პაპი ლეო XIV ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვენესუელა დამოუკიდებელ ქვეყნად უნდა დარჩეს.
„არ უნდა გადავდოთ ძალადობის დაძლევა და სამართლიანობისა და მშვიდობის გზების არჩევა, ამავდროულად, ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტირებით“, – განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვის დროს.
მისი თქმით, ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს.
შეგახსენებთ, გუშინ, -მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა. დაკავებულები ამჟამად ნიუ-იორკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?