გონზეა და მკურნალობას აგრძელებს

ამბობს, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ფხიზლადაა, საღ გონებაზეა და მკურნალობის კურსს აგრძელებს. პაპი უკვე 10 დღეა საავადმყოფოში ფილტვების კომპლექსური ინფექციის დიაგნოზით მკურნალობს, რამაც თირკმლის უკმარისობის დაწყებაც გამოიწვია.
“ღამემ კარგად ჩაიარა, პაპს ეძინა და ახლა ისვენებს”, – ნათქვამია ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 88 წლის პაპი არ იღებს ხელოვნურ, ან თხევად საკვებს და კვებას თავად აგრძელებს, აცხადებენ ვატიკანში და ამბობენ, რომ ის კარგ განწყობაზეა.
კვირას გვიან, ექიმებმა განაცხადეს, რომ სისხლის ანალიზმა აჩვენა “თირკმელების ადრეული, უმნიშვნელო უკმარისობა”, რომელიც, კონტროლს ექვემდებარება. მათი თქმით, პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ შაბათის შემდეგ მას რესპირატორული კრიზისი აღარ ჰქონია.
რომის პაპს, რომელსაც ორივე ფილტვის მწვავე ანთება აქვს, დამატებითი ჟანგბადის დიდ ნაკადს აწვდიან. გავრცელებული ინფორმაციით, ის კვირას ფხიზლად იყო, რეაგირებდა და მესასაც დაესწრო.
ექიმები ამბობენ, რომ ს ასაკისა და უკვე არსებული დაავადებების გამო, მისი ჯანმრთელობა ახლა ძალიან მყიფეა. მთავარ გამოწვევად კი სეფსისს ასახელებენ, რაც შესაძლოა პნევმონიის გართულების შედეგად დაფიქსირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“