-დან მიგრანტების დეპორტაციის გეგმა, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისი თქმით, თუ დეპორტაციასთან დაკავშირებული გეგმები განხორციელდება, ტრამპი შექმნის „ღარიბ უბედურებს, რომლებიც ვერაფრის გადახდას ვერ შეძლებენ“.
„ეს არ არის სწორი. პრობლემები ასე არ წყდება“, – განაცხადა რომის პაპმა.
მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, უხელმძღვანელოს საზოგადოებას, სადაც სიძულვილის, დისკრიმინაციისა და გარიყულობის ადგილი არ იქნება და ხელი შეუწყოს ხალხებს შორის მშვიდობასა და შერიგებას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე აშშ-დან უსაბუთო ემიგრანტების მასშტაბურ გაძევებას დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს