რომის პაპი – აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის

რომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ პოპულიზმს და სანაცვლოდ ერთად იმუშაონ ძლიერი საზოგადოებების შესაქმნელად და ამომრჩეველთა აპათიის დასაძლევად.
მისი თქმით, ”აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის“.
„მოდით, ნუ მოგვატყუებს მარტივი გადაწყვეტილებები. მოდით, სანაცვლოდ თავდაუზოგავები ვიყოთ საერთო სიკეთისთვის”, – განაცხადა პაპმა და პოლიტიკური კორუფციითა და უკანონობით გამოწვეულ ზიანზე ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებს ასწავლონ დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ – „გულგრილობა დემოკრატიის კიბოა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს