რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღარ არის

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საკადრო ცვლილებები შეეხო თავდაცვის სამინისტროსაც.
რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2021 წელს გახდა. 2022 წლის 30 დეკემბრიდან კი მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ