რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია — ადვოკატი

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება რომეო მიქაუტაძეს არ მიუცია.
ადვოკატი ცნობით, რომეო მიქაუტაძე ბოლოს გამოძიების ეტაპზე, ზაფხულში გამოიკითხა და მას ლილუაშვილი არ დაუსახელებია.
„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ასეთ საგამოძიებო მოქმედებაში ჩემი თანდასწრებით არ მიუღია მონაწილეობა და არც ინფორმაცია გამაჩნია, რომ ჩემი თანდასწრების გარეშეც მიეღოს რამე მსგავს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა“, — განუცხადა ბექა ნემსიწვერიძემ „ტვ პირველს“.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი. მას ბრალად ედება ქრთამის აღება 4 ეპიზოდში, აქედან ორი უკავშირდება რომეო მიქაუტაძეს. კერძოდ, პროკურატურის თანახმად:
· 2022 წლის ოქტომბრის თვეში, გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
· 2022 წლის ოქტომბრის თვეში, გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
· 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სუს-მა 2025 წლის ივნისში დააკავა. მას 8 მილიონ ლარზე მეტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ედება ბრალად.