რომელ ქუჩებზე დამონტაჟდება ელექტრომობილების დამტენები – დედაქალაქის მერიამ სამი აუქციონი გამოაცხადა

რომელ ქუჩებზე დამონტაჟდება ელექტრომობილების დამტენები – დედაქალაქის მერიამ სამი აუქციონი გამოაცხადა
თბილისში ელექტრომობილების დამატებით ორასამდე დამტენი განთავსდება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ სამი აუქციონი უკვე გამოაცხადა.
თბილისის მერიის ქონების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პროექტი 198 მიწის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს. იჯარის ხანგრძლივობა 10 წელი იქნება.
აუქციონების პირობების თანახმად, თითოეულ მისამართზე არანაკლებ 30 კილოვატ საათზე გათვლილი დამტენები უნდა განთავსდეს. ამასთან, თითოეულ აუქციონში სულ 66 მიწის ნაკვეთი არის გამოტანილი (სულ 198 ნაკვეთი), აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფართობი კი 1 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თითოეული აუქციონის საწყისი ფასი 43 560 ლარს შეადგენს, ჯამში 8 624 880 ლარი.აუქციონის თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება თითოეულ ლოკაციაზე ერთი ერთეული დამტენი განათავსოს, ხოლო ინვესტორის მოთხოვნით შესაძლებელი იქნება ნაკვეთზე 2 დამტენიც დამონტაჟდეს.
ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე