რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე მეტს?

Visual Capitalist-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების საშუალო სამუშაო საათები ერთმანეთს შეადარა. ცნობისთვის, OECD აერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც ცნობენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ამ დროისთვის ორგანიზაციას 38 წევრი ჰყავს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ OECD-ის ქვეყნებიდან სამუშაოს წლიურად ყველაზე მეტ საათს მექსიკასა და კოსტა-რიკაში უთმობენ. მეორე მხრივ, გერმანიაში მუშაობაში ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ (მაჩვენებელი მექსიკასთან შედარებით 40%-ით ნაკლებია).
ევროპის ქვეყნებში სამუშაო საათების ნაკლები რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის მანდატია. ეს უკანასკნელი ყველა თანამშრომელს მინიმუმ 4 კვირის ანაზღაურებად შვებულებას ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანდატი არ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ერთადერთი განვითარებული ეკონომიკაა, რომელსაც არ აქვს კანონი, რომელიც დასაქმებულთათვის ანაზღაურებად შვებულებას სავალდებულოს ხდის.
ვრცლად forbes.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ