რომელ ქვეყნებში გართულდება მოგზაურობა ძლიერი სიცხის გამო?

ეკოლოგიის პრობლემებზე მომუშავე ქსპერტების ვარაუდით, ახლო მომავალში, ევროპაში ექსტრემალური ტემპერატურა მნიშვნელოვნად შეცვლის ზაფხულის არდადეგების ჩვეულ ფორმატს.
თუმცა, ირკვევა, რომ ბევრი ტურისტი შიშობს, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდება, ვიდრე კლიმატოლოგები ვარაუდობენ. InsureandGo-ს ახალი კვლევის თანახმად, ხუთიდან ოთხი ბრიტანელი დამსვენებელი (80%) თვლის, რომ ზოგიერთი პოპულარული ევროპული დასასვენებელი ადგილი ზედმეტად ცხელი იქნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებისა და ექსტრემალური ამინდის გამო.
ამავდროულად, ტურისტებს ყველაზე მეტად აწუხებთ საბერძნეთი: გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) თვლის, რომ 2029 წლისთვის შეუძლებელი გახდება ზაფხულში დასვენება ამ ქვეყანაში, რომელიც უკვე იძულებულია ზოგიერთი ტურისტული ობიექტი დახუროს სიცხის გამო.
ვრცლად bpn.ge – ზე