Go.compare-ის კვლევის მიხედვით, ესპანეთი ლიდერობს რეიტინგში, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ხდებიან თაღლითობის მსხვერპლი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი აღმოჩნდა მილიონზე მეტი ადამიანი.
ესპანეთის მრეწველობისა და ტურიზმის მინისტრმა, ჟორდი ჰერეუმ განაცხადა, რომ 2024 წელს ქვეყანას რეკორდული 94 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც გახდა საუკეთესო წელი ტურიზმისთვის დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამავდროულად, აქ ყოველი 61-ე მოგზაური თაღლითების მსხვერპლი გახდა.
Go.compare-ის მიხედვით, ქვეყნების სია და მოტყუებულ მოგზაურთა რაოდენობა თითოეულ მიმართულებაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
1. ესპანეთი – 1 054 729;
2. საფრანგეთი – 212 186;
3. აშშ – 153 184;
4. იტალია – 102 384;
5. საბერძნეთი – 81 918;
6. პორტუგალია – 75 674;
7. თურქეთი – 59 256;
8. გერმანია – 56 940;
9. ნიდერლანდები – 39 600;
10. კვიპროსი – 6206.
