მოსახლეობაში განათლების მაღალი დონე ხშირად ასოცირდება ინოვაციურობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან და უკეთეს სამუშაო შესაძლებლობებთან. თუმცა, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს უფრო კარგ ეკონომიკურ შედეგს.
აღნიშნულ კვლევაში 45 ქვეყნის სამუშაო ასაკის მოსახლეობის განათლების დონეა შეფასებული და იგი სამ კატეგორიად იყოფა:
· საშუალო სკოლის დონეზე ქვემოთ;
· საშუალო სკოლა ან დიპლომი (მაგ; სკოლის ატესტატი, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი და ა.შ.),
· კოლეჯის ან უნივერსიტეტის ხარისხი.
რეიტინგის სათავეში კანადაა, სადაც მოსახლეობის თითქმის 65% ფლობს კოლეჯის ან უნივერსიტეტის დიპლომს. მას მოსდევს ირლანდია და სამხრეთი კორეა. ამ ქვეყნებმა განათლების ხელმისაწვდომობასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ბოლო პერიოდში დიდი ინვესტიციები ჩადეს.
OECD-ის მონაცემებით, უმაღლესი განათლების მქონე პირები, როგორც წესი, ორჯერ მეტ შემოსავალს იღებენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც საშუალო განათლების საფეხური ვერ დაასრულეს.
ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია და გერმანია, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის უფრო დაბალანსებულ განაწილებით გამოირჩევიან. მაგალითად, გერმანია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34%-ს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი.
ქვეყანას სტაჟირების გამართული სისტემა აქვს, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ ტრენინგს თეორიულ სწავლებასთან ერთად გადიან. ეს მათ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაღალ შანსს აძლევს.
განათლების დონე მსოფლიოს 45 ქვეყანაში, 2024 წლის მდგომარეობით:
forbes.ge




