რომელ ქვეყნებს აქვთ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი და სად არის საქართველო? (bm.ge)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 107.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გლობალური სახელმწიფო ვალის ერთ მესამედზე მეტი 37.3 ტრილიონი დოლარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, რაც თავად -ის მშპ-ის 122.5%-ია. ვალის აბსოლუტური ზომით მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომლის სახელმწიფო ვალიც 18.3 ტრილიონი დოლარია, რაც ჩინეთის მშპ-ის 96.3%-ია. მესამეზე კი იაპონიაა 9.3 ტრილიონი დოლარის სახელმწიფო ვალით, რაც იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტის 235%-ია. ამ სამი ქვეყნის სახელმწიფო ვალი გლობალური სახელმწიფო ვალის 60%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ვალის ზომის შეფასება როგორც წესი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ხდება. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი სუდანი იკავებს, რომლის 47 მილიარდიანი სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ის 252%-ია. მეორე პოზიციაზეა იაპონია ვალის მშპ-სთან ფარდობის 235%-ის მაჩვენებლით, მესამეზე კი სინგაპური მშპ-სთან მიმართებით 175%-იანი სახელმწიფო ვალით (972 მილიარდი დოლარი). ვალის მხრივ მოწინავე ადგილებს ასევე იკავებს საბერძნეთი (მშპ-ის 142%), იტალია (მშპ-ის 137%), საფრანგეთი (მშპ-ის 116%).
რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35.8%-ია, რაც 12.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. სომხეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 54.5%-ია ($14.9 მილიარდი დოლარი), აზერბაიჯანის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 21%-ია (16.6 მილიარდი დოლარი), ს 21.4% (434 მილიარდი დოლარი), თურქეთი – 26.7% (453 მილიარდი დოლარი), მშპ-ის 110% (227 მილიარდი დოლარი).