რომელ ქვეყნებთან გეგმავს რუსეთი ომს? – ზელენსკი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი, შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შემდეგი წლისთვის გეგმავდეს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ წელს წვრთნებისთვისა და ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად 15 დივიზიას გაამზადებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენში ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
“ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. ისინი შეიძლება შევიდნენ უკრაინაშიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას [პუტინს] ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს”. – თქვა ზელენსკიმ.
ურაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სცენარში 100%-ით დარწმუნებული არ არის და იმედოვნებს, რომ ამის თავიდან არიდება მოხერხდება.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…