რომელ უნივერსიტეტში რა ფაკულტეტზე გამოცხადდება სტუდენტების მიღება?

სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კვო­ტე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცი­ით დად­გე­ნი­ლი „ერთი ქა­ლა­ქი – ერთი ფა­კულ­ტე­ტის პრინ­ცი­პის“ შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბი­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­ფი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, – ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს მი­ი­ღებს ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი; ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, პე­და­გო­გი­კის გა­მოკ­ლე­ბით; სა­მარ­თა­ლი; ეკო­ნო­მი­კა და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა; სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბა გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კურ დის­ციპ­ლი­ნებ­ზე.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე.

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – პე­და­გო­გი­კის პროგ­რა­მებ­სა და ABET აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე STEM სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე.

სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – აგ­რა­რულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და პე­და­გო­გი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე.

სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე.

ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ დატ­ვირ­თვას.

ზუგ­დი­დის, გო­რის, ახალ­ცი­ხი­სა და თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა აგ­რა­რულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და პე­და­გო­გი­კა­ზე.

ამ ეტაპ­ზე, მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა დრო­ე­ბით რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბა გა­მო­ცხად­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით. თუმ­ცა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­და­ი­ნაც­ვლებს სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, 2026-2027 სას­წავ­ლო წელს ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი აგ­რა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლას სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყე­ბენ”, – გა­ნა­ცხა­და გივი მი­ქა­ნა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­ნის­ტრმა კვო­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კვო­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შრო­მის ბაზ­რის ანა­ლიზს და­ე­ფუძნა და სტუ­დენ­ტთა და­მა­ტე­ბით მი­ღე­ბა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით მოხ­დე­ბა.

„დღეს დამ­ტკიც­და სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტთა მი­ღე­ბის კვო­ტე­ბი, რო­მე­ლიც, პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, შრო­მის ბაზ­რის ანა­ლიზს და­ე­ფუძნა.

შრო­მის ბაზ­რის ანა­ლიზ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, ჩვენს სა­მი­ნის­ტროს­თან და კერ­ძო სექ­ტორ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ა­ტა­რა, მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნა.

შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი იმა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ფიქ­რა. ზო­გა­დი დას­კვნის სა­ხით, უნდა ით­ქვას, რომ გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა თვი­სებ­რი­ვად იყო აც­დე­ნი­ლი შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­თა­ვით­ვე იმის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი, რომ ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და­უფ­ლე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბით და დიპ­ლო­მით ვე­რა­სო­დეს ისარ­გებ­ლებ­დნენ.

მა­გა­ლი­თად, გა­სუ­ლი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 3 598 სტუ­დენ­ტი აბა­რებ­და, ხოლო სწავ­ლას სა­შუ­ა­ლოდ 2 047 სტუ­დენ­ტი ამ­თავ­რებ­და, იუ­რის­ტებ­ზე სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი მო­თხოვ­ნა კი 700-ზე ნაკ­ლე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, არას­წო­რი პრაქ­ტი­კა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ჩა­რი­ცხულ 3 600-დან 2 900 სტუ­დენტს იმის­თვის სწი­რავ­და, რომ ისი­ნი მო­მა­ვალ­ში იუ­რის­ტად ვე­რა­სო­დეს და­საქმდე­ბოდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, სტუ­დენ­ტი ასე­თი პერ­სპექ­ტი­ვის­გან თა­ვი­დან­ვე და­იც­ვას და სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე კვო­ტე­ბი შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­ნა­წი­ლოს.

ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. კერ­ძოდ: ეკო­ნო­მი­კის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­რი­ცხვის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1 053 სტუ­დენ­ტია, სწავ­ლას სა­შუ­ა­ლოდ 662 სტუ­დენ­ტი ამ­თავ­რებს, ხოლო შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნა 150-ს შე­ად­გენს;

სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩა­რი­ცხვის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4 916 სტუ­დენ­ტია, აქე­დან სწავ­ლას 2 591 სტუ­დენ­ტი ამ­თავ­რებს, ხოლო შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 400 კურსდამ­თავ­რე­ბულ­ზეა.

ამის სა­პი­რის­პი­როდ, მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტი აღი­ნიშ­ნე­ბა სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც გა­სუ­ლი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 2 225 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა, ხოლო სწავ­ლა 1 200-მა და­ას­რუ­ლა, რო­დე­საც შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნა 1 800 კურსდამ­თავ­რე­ბულ­ზეა.

მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ეკო­ნო­მი­კის ზრდას­თან ერ­თად, მო­თხოვ­ნა სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წლი­დან წლამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში შრო­მის ბაზ­რის მუდ­მი­ვად მზარ­დი მო­თხოვ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე, რა­საც კვო­ტე­ბის გან­სა­ზღვრი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ეთ­მოს.

შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს ვერ პა­სუ­ხობს სტუ­დენ­ტე­ბის ჩა­რი­ცხვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ექთ­ნო და სა­მე­ა­ნო საქ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ რომ შე­ვა­ჯა­მოთ, სტუ­დენ­ტე­ბის ჩა­რი­ცხვის პრაქ­ტი­კა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის აც­დე­ნი­ლი შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს, რაც იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ სტრუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებს შრო­მის ბა­ზარ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვამ მოგ­ვცა იმის ზუს­ტად დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტის ჩა­რი­ცხვაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, წელს, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ჩა­რი­ცხვა, არ­სე­ბი­თად, სწო­რედ შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს და­ე­ფუძ­ნე­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ მკვეთ­რად არ შემ­ცირ­დეს სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­გა­ლი­თად სა­მარ­თალ­ზე, წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­სა­რი­ცხი კონ­ტინ­გენ­ტი შუ­ა­ლე­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცეფ­ცი­ის მთა­ვარ მიდ­გო­მას “ერთი ქა­ლა­ქი – ერთი ფა­კულ­ტე­ტის” პრინ­ციპს, ის უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­სურ­სე­ბის მიზ­ნობ­რივ მო­ბი­ლი­ზე­ბას და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­დუ­ა­ლე­ბას.

ამას­თან, ჩვე­ნი მიდ­გო­მაა, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს უნარ­ჩუნ­დე­ბა თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და ერ­თობ­ლი­ვი ან ორ­მა­გი ხა­რის­ხის პროგ­რა­მე­ბის სრუ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­წლი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს.

გა­სულ წელს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში 19 311 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა. წელს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­სა­ღე­ბი კონ­ტინ­გენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 სტუ­დენ­ტით გა­იზ­რდე­ბა და 21 300-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამას და­ე­მა­ტე­ბა, პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე მი­სა­ღე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბას ასე­ვე სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.

დად­გე­ნილ კვო­ტებ­ზე და­მა­ტე­ბით სტუ­დენ­ტთა მი­ღე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად ბოლო ად­გილ­ზე მოხ­ვდა თა­ნა­ბა­რი ქუ­ლე­ბის მქო­ნე 2 ან მეტი სტუ­დენ­ტი ან, თუ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ცხა­დე­ბენ სწავ­ლის სურ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის პროგ­რა­მა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს და­უბ­რუნ­დე­ბა დედა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუ­სი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1990-იან წლე­ბამ­დე, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო. ყვე­ლა სხვა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტუ­სი ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის შე­დე­გად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მარ­თა­ლია, არ იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მას, რო­გორც წამ­ყვან და დე­და­ქა­ლაქ­ში მოქ­მედ ერ­თა­დერთ მრა­ვალპრო­ფი­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს, და­უბ­რუნ­დე­ბა პირ­ვან­დე­ლი მი­სია, რო­მე­ლიც მან 1990-იან წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად, ნა­წი­ლობ­რივ და­კარ­გა, ხოლო 2004-2012 წლებ­ში, იმ დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, წა­არ­თვეს.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღოს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, რაც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არ არის. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­სა­ღე­ბი კვო­ტე­ბის სწო­რი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­სა­ზღვრა, ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად კარგ და აუ­ცი­ლე­ბელ ნი­ა­დაგს შექ­მნის”, – აღ­ნიშ­ნა გივი მი­ქა­ნა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.