რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მიიღო ს სტიპენდია? საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

21 უნივერსიტეტი, 360-ზე მეტი სტიპენდიატი – ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდებაგანაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულსstipendia.bog.ge

რა უნდა იცოდესაქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?

საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი ყოველწლიურად შეავსონ და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება.

  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება;

რომელ უნივერსიტეტებში შეძლებ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?

სტიპენდიების პროექტში 21 ადგილობრივი უნივერსიტეტია ჩართული, მათ შორის:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  3. თავისუფალი უნივერსიტეტი
  4. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  5. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  6. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
  7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  9. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
  10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  12. ს სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  13. ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  14. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  15. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
  16. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  17. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  18. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
  19. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  20. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  21. საქართველოს უნივერსიტეტი

თუ გსურსგახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატიგამოგზავნე განაცხადი 30 ნოემბრამდე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

ინფორმაციისთვისეს საქართველოს ბანკის მიერკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილიაფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარსრომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლებისსაკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობასსაქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge