რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები – სესხების სტატისტიკა დარგების მიხედვით

საქართველოში მოქმედი ბანკების დაკრედიტების მოცულობამ ივლისში 57 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მეტია. ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ამ 57 მილიარდი ლარიდან 24 მილიარდი ლარის კრედიტები საცალო მომხმარებლებზე არის გაცემული. ფიზიკური პირების სესხებში პირველი ადგილი იპოთეკურ კრედიტებს უჭირავს, რომლის მოცულობაც 11.5 მილიარდი ლარია. კორპორატიულ სექტორში კი ყველაზე დიდი მოცულობის კრედიტები უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით არის გაცემული, რაც 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ