რომელ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე ბრძანებს ბატონი ჰერჩინსკი?

რომელ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე ბრძანებს ბატონი ჰერჩინსკი?
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროკავშირის წარმომადგენლის, ს განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი რიტორიკა პირდაპირი ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ აიღო გეზი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ, და ამ გზაზე ვერავინ შეუშლის ხელს.
„ასე პირდაპირ, ასე ღიად ებრძოდე ქვეყანას, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი ხარ, დაუჯერებელია. რომელ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე ბრძანებს ბატონი ჰერჩინსკი, იმ პარტიაზე ხომ არა, რომლის მართველობის დროს იყო ტერორი საკუთარ მოქალაქეებზე, ბიზნესის წართმევა, ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევა, უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა და ა.შ. რომელ პოლიტიკოსებს იცავს ბატონი ჰერჩინსკი, რომელებიც კორუფციულ საქმეებში არიან მხილებული და ბიუჯეტის ხარჯზე მილიონები დააგროვეს?
ქვეყნის შიდა საქმეები არ არის ბატონი ჰერჩინსკის გადასაწყვეტი, ნურც დაუმსახურებულ სანქციებით შეაშინებს ხალხს. საქართველოს და მის ხელისუფლებას აღებული აქვს გეზი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გზაზე და ამას ვერავინ შეუშლის ხელს.“ – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით