რომელ დარგებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად დასავლეთის მიერ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება?

ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და რადიკალური ოპოზიციაც ამას საკმაოდ უწყობს ხელს, ს არალეგიტიმურად ცნობის ალბათობაც გაზრდილია. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა თუ დასავლეთი მსგავს გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება, პირველ რიგში, ტურიზმი და მომსახურების სფერო დაზარალდება. ცხადია, მძიმე შედეგი იქნება ინვესტიციების მხრივ და ლარის კურსსაც შეარყევს.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბელარუსის სცენარი საქართველოს შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის. მანამდე კი ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ბრიუსელს მოუწევს საქართველოს მიმართ იგივე ზომები მიიღოს, როგორც ბელარუსის შემთხვევაში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თუ არ ჩატარდება ბელარუსში ნაცადი ზომების გამოყენება მოუწევთ.
2020 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ გაყალბებულად და შესაბამისად, არალეგიტიმურად გამოაცხადა. ევროკავშირმა მინსკს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა კი მძლავრი რეპრესიები წამოიწყო.
ქართველი ეკონომისტები ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის შემთხვევაში, ბელორუსისგან განსხვავებული სიტუაცია შეიქმნება, თუმცა კონკრეტულად როგორი, ამას დიდწილად რუსეთთან დამოკიდებულების მასშტაბი განსაზღვრავს.
“აისეტის” მაკროეკონომიკურო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ანალიტიკოსი დავით კეშელავა ფიქრობს, რომ არჩევნების არალეგიტიმურობა საინვესტიციო ნაკადებს შეამცირებს და სავალუტო ბაზრის სტაბილურობაზეც ცუდად იმოქმედებს.
,,რთულია პასუხის გაცემა, რა შედეგს მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე არჩევნების შედეგის ბათილად ცნობა. ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ რეაქციაზეც, რა ზომებს მიიღებენ, დასანქცირება იქნება თუ დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა. მართალი გითხრათ, ამ რეაქციაზეც წინასწარ გამიჭირდება საუბარი, ბელორუსის და ვენესუელას მაგალითები შესადარებლად არ გამოდგება”, – განაცხადა კეშელავამ და ისაუბრა თუ რა განასხვავებს ბელარუსის სცენარისგან საქართველოს და რა შანსი აქვს ქვეყნის ეკონომიკას, პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხისგან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს.
,,ორივე ქვეყანაში ეკონომიკა დაზარალდა რაღაც დონეზე, გარკვეული გავლენა ჩვენთანაც იქნება. სანქციების შემთხვევაში ან გართულებიული ეკონომიკის პირობებში უცხოური ნაკადების შემოდინება შემცირდება, რაც სავალუტო რყევებს გამოიწვევს.
ახლა იმაზე საუბარი ძნელია, საერთოდ იქნება თუ არა სანქციები. ეს საეჭვოა. მე პირადად პროცესების ასეთ განვითარებას არ ველოდები. ბელორუსი ბევრად უფრო დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე საქართველო, ნაკლებად ღია ეკონომიკა ჰქონდა. ამიტომ სანქციების გავლენა ს დახმარების ხარჯზე არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, რაც ვენესუელას შემთხვევაში იყო. საქართველო რუსეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ბევრს ვაჭრობს ევროპასთანაც და მიგრაციაც უფრო -სა და ევროკავშირის ქვეყნებისკენაა მიმართული. სანქციები თუ იქნება, ამ მხრივ ცუდ შედეგს მოიტანს, მაგრამ არ მგონია, აქამდე მივიდეს საქმე”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ანალიტიკოსმა.
ეკონომისტების მეორე ნაწილი ყველაზე მეტ საფრთხეს მომსახურების სფეროს მიმართ ხედავს, განსაკუთრებით კი ტურიზმის მიმართულებით, საუბარია ასევე ლარის კურსზეც, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესის გავლენა ამ მხრივ უმნიშვნელო არ იქნება, თუკი დასავლეთი საქართველოში არჩევნებს არ ცნობს.
Resonancydaily.com