რომელ ადგილზეა საქართველო პურის სიძვირით Numbeo-ს რეიტინგში?

რომელ ადგილზეა საქართველო პურის სიძვირით Numbeo-ს რეიტინგში?
საქართველო პურის როგორც სიძვირით, ისე სიიაფით, სამეზობლოში მესამე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მიხედვით, პროდუქტის საშუალო ფასი უფრო მაღალი თურქეთსა და სომხეთშია, ხოლო უფრო დაბალი რუსეთსა და აზერბაიჯანში.
უფრო კონკრეტულად, დღევანდელი მონაცემებით, 500 გრამიანი თეთრი პურის საშუალო ფასი საქართველოში 59 ცენტია, რითაც ქვეყანა პროდუქტის სიძვირით, 96 ქვეყანას შორის, 81-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, პურის ღირებულება ასე გამოიყურება:

თურქეთი – 96 ცენტი (სიძვირით 64-ე ადგილი)
სომხეთი – 77 ცენტი (73-ე ადგილი)
– 84 ცენტი (89-ე ადგილი)
აზერბაიჯანი – 44 ცენტი ( 93-ე ადგილი)
Numbeo-ს მიხედვით, 96 ქვეყანას შორის პროდუქტი ყველაზე ძვირი -შია, იქ პური 3.61 დოლარი ღირს, მეორე ადგილზეა შვეიცარია – 3.56 აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე კოსტა რიკა – 3.10 აშშ დოლარით.
ამავე მონაცემებით, პური ყველაზე იაფია ალჟირში – 14 ცენტი, ტუნისში – 16 ცენტი და ლიბიაში 31 ცენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პურ-პროდუქტების მწარმოებლები ფქვილზე იმპორტის გადასახადის შემცირება ითხოვენ. როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ფქვილის ფასი განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გაიზარდა და იმისთვის, რომ ეს პურის ღირებულებაზე არ აისახოს, აუცილებელია, რუსული ფქვილის საიმპორტო გადასახადი დაკორექტირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”