მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის თანახმად, რომელიც 2021-2023 წლებს მოიცავს, ბედნიერების მხრივ საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს წინ მოზამბიკია, საქართველოს შემდეგ კი ერაყი. 2020-2022 წლების ანგარიშში ქვეყანა 90-ე ადგილზე იყო.
საქართველო ბედნიერების რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, სომხეთსა და ტაჯიკეთს ჩამორჩება.
ბედნიერების ინდექსით, სამეზობლოში საქართველოს ჩამორჩებიან – თურქეთი (98-ე ადგილი), აზერბაიჯანი (101) და უკრაინა (105).
ანგარიშში რეიტინგი შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც 30 წლამდე ადამიანების შეფასებების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილს იკავებს. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებში კი 91-ე.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ევროპის 9, ევროკავშირის წევრი კი 5 ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა პირველ ორმოცდაათეულშია.
1. ფინეთი 2. დანია 3. ისლანდია 4. შვედეთი 5. ისრაელი 6. ნიდერლანდები 7. ნორვეგია 8. ლუქსემბურგი 9. შვეიცარია 10. ავსტრალია
Galup-ის რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ინდექსი (143) ავღანეთს აქვს. ის ამ სიის ბოლო ქვეყანაა. სამეულშია – ლიბანი და ლესოთო.
რეიტინგის ბოლო ათეული ასე გამოიყურება:
143. ავღანეთი, 142. ლიბანი, 141. ლესოთო, 140. სიერა ლეონე, 139. კონგო, 138. ზიმბაბვე, 137. ბოცვანა, 136. მალავი, 135. ესვატინი, 134. ზამბია.