რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები- ხერხეულიძე „ოცნებას“

„რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ ს ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. და რა პასუხი გაქვთ, არის თუ არა ლეგიტიმური , როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკა ხერხეულიძის თქმით, მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ არჩევნებზე უნდა ისმოდეს შეფასებები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამაზე არ საუბრობენ.
„იმის გათვალისწინებით რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მე არ მესმის ხმა არც ერთი ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შეფასება, როგორ აღიქვამენ ამ კანონდარღვევას და რა პასუხი აქვთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით. მეგობრებო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა ე.წ. არჩევნები. დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე. ჩვენ ამაზე შეფასებები არ გვაქვს, ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ აქვს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართა.
“მედუზას” ინფორმაციით, პუტინმა ხმების რეკორდული რაოდენობა, 87% მიიღო.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი).
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.
სა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ