დღეს, 28 მაისს, პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა.
რუსულ კანონს მხარი ამჯერადაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. დეპუტატების სია ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე წაიკითხა
რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა:
· გიორგი ბარვენაშვილი
· გია ბენაშვილი
· ირაკლი (დაჩი) ბერაია
· რიმა ბერაძე
· მაია ბითაძე
· ანზორ ბოლქვაძე
· ელისო ბოლქვაძე
· მაკა ბოჭორიშვილი
· ელგუჯა გოცირიძე
· ბექა დავითულიანი
· ალექსანდრე დალაქიშვილი
· ზაურ დარგალი
· ისკო დასენი
· ზაალ დუგლაძე
· ავთანდილ ენუქიძე
· გოჩა ენუქიძე
· გიორგი ვოლსკი
· ირმა ზავრადაშვილი
· ირაკლი ზარქუა
· არჩილ თალაკვაძე
· ედიშერ თოლორაია
· ფრიდონ ინჯია
· რატი იონათამიშვილი
· დავით კაჭარავა
· ლადო კახაძე
· გიორგი კახიანი
· კახა კახიშვილი
· პაატა კვიჟინაძე
· ბაია კვიციანი
· ირაკლი კირცხალია
· სუმბატ კიურეღიანი
· ლევან კობიაშვილი
· რესან კონცელიძე
· მარიამ ლაშხი
· ზაზა ლომინაძე
· დავით მათიკაშვილი
· სამველ მანუკიანი
· ლევან მაჭავარიანი
· გურამ მაჭარაშვილი
· ლევან მგალობლიშვილი
· ირაკლი მეზურნიშვილი
· გოგი მეშველიანი
· ირაკლი მეძმარიაშვილი
· სავალან მირზოევი
· გივი მიქანაძე
· ზაალ მიქელაძე
· იმედა ნიკურაძე
· ანტონ ობოლაშვილი
· ბექა ოდიშარია
· ანრი ოხანაშვილი
· შალვა პაპუაშვილი
· გელა სამხარაული
· დიმიტრი სამხარაძე
· ნიკოლოზ სამხარაძე
· ვიქტორ სანიკიძე
· ეკა სეფაშვილი
· დავით სონღულაშვილი
· გიორგი სოსიაშვილი
· სოზარ სუბარი
· ალექსანდრე ტაბატაძე
· ნოდარ ტურძელაძე
· ირაკლი ქადაგიშვილი
· ლევან ქარუმიძე
· მერაბ ქვარაია
· სალომე ქურასბედიანი
· ალუდა ღუდუშაური
· მიხეილ ყაველაშვილი
· თენგიზ შარმანაშვილი
· ირაკლი შატაკიშვილი
· გიორგი ჩაკვეტაძე
· გოდერძი ჩანქსელიანი
· ქეთევან ჩარკვიანი
· ვასილ ჩიგოგიძე
· გიორგი ცაგარეიშვილი
· ბეჟან წაქაძე
· ნინო წილოსანი
· ხატია წილოსანი
· გრეტა წიწავა
· გივი ჭიჭინაძე
· შოთა ხაბარელი
· გიორგი ხახუბია
· დიმიტრი ხუნდაძე
· ვიქტორ ჯაფარიძე
· სალომე ჯინჯოლავა
სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმა ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს, 28 მაისს, განიხილეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა.
ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.
პროცედურის მიხედვით, ახლა რუსული კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს.
თუმცა, ვინაიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, მასზე ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში რუსულ კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
· რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია — რა მოხდება ახლა