რომელი 5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო იხსნება აჭარაში?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს განახლდა, 2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება. აქედან 22 საერთაშორისო ბრენდია. ყველაზე მეტი – 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. რაც შეეხება რეგიონებს, უახლოეს წლებში ყველაზე მეტი – 5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აჭარაში გაიხსნება, 4 – სამცხე-ჯავახეთში, 2-2 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში და თითო-თითო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში.
2024-2028 წლებში ბათუმში 4 საერთაშორისო ბრენდი შემოდის: Babylon Tower, Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi, Ambassador Batumi, Ibis Style Batumi; ქობულეთში – ერთი, Hilton Garden Inn. აჭარაში ყველაზე დიდი – 200 ოთახსა და 400 სტუმარზე გათვლილი სწორედ ქობულეთის – Hilton Garden Inn-ია, ყველაზე პატარა – 120-ოთახიანი Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi. ხუთივე სასტუმრო, მთლიანობაში 1512 ახალი განთავსების ადგილს შექმნის რეგიონში.
სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2028 წლებში აჭარის რეგიონში გაიხსნება, ასეთია:
სასტუმრო / ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა
Babylon Tower / / 2025 / 168 / 336
Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi / ბათუმი / 2025 / 120 / 240
Ambassador Batumi / ბათუმი / 2025 / 182 / 300
Ibis Style Batumi / ბათუმი / 2024 / 121 / 236
Hilton Garden Inn / ქობულეთი / 2028 / 200 / 400