რომელი ჰესები გამოიმუშავებენ საქართველოში ყველაზე მეტ ენერგიას – რეიტინგი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია. გაუმჯობესებული გამომუშავება უკეთეს კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა გამოიმუშავა, რამაც 1.6 მილიარდი კილოვატ საათი, ანუ მთლიანი ჰიდრო გამომუშავების 26% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ენგურჰესის გამომუშავება 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა ვარციხეჰესი 591 მილიონი კილოვატ საათი გამომუშავებული ელექტროენერგიით (ზრდა 10%), ხოლო მესამეზე ვარდნილჰესების კასკადი 361 მილიონი კილოვატ საათით (ზრდა 32%).