“რომელი “ქოცი” გაბედავდა ხმაურს კობახიძის მიმართ?” – ნიკოლოზ მეტრეველი

აკაცუკებო და ნაცებო, თქვენ ხომ ქართულ სპორტს სრულიად გაემიჯნეთ და სტადიონზეც აღარ დაბრძანდებით. ასევე, აცხადებთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული “ქოცი” დაიარება ჩვენი სპორტის სხვადასხვა სახეობის ნაკრების ეპოქალურ თამაშებზე. აქედან გამომდინარე, რა ნამუსით აცხადებთ, რომ გიორგი შერმანდინის ღირსეულ სიტყვას ირაკლი კობახიძის მიმართ, დარბაზში დიდი უკმაყოფილება მოყვა? საკუთარი შლეგი აზროვნებიდანვე გამომდინარე, რომელი “ქოცი” გაბედავდა ხმაურს? ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: ქარაქუცა ოპოზიციავ, საკუთარ კაკანათში მერამდენედ უნდა გაებათ?! და ბოლოს: დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ყველა მიმართულებით დაუზოგავად შრომობს და ამ შრომას, გიორგი შერმანდინის მსგავსად ჩვენი მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა მხარს უჭერს და აფასებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)