რომელი ქონებები გაყიდა წელს სახელმწიფომ ყველაზე ძვირად

მიმდინარე წელს აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 35 ქონება გაიყიდა.
პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული ქონების ფასმა 34 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ყველაზე დაბალ ფასიანმა კი, 42 000 ლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა.
· თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – გაყიდვის ფასი 34 220 000 ლარი;
· თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა – 2 272 500 ლარი;
· ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19 ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი), 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) – 2 084 000 ლარი;
· ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, I შესახვევის N42-ში მდებარე 12164.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები – 1 746 000 ლარი;
· თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული 9795.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 1 505 000 ლარი;
· ქუთაისში, ს ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ არსებული 10211.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 854 500 ლარი;
· ქუთაისში, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ არსებული 27281.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 839 000 ლარი;
· ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 787 000 ლარი;
· ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში არსებული 20591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 726 000 ლარი;
· თბილისში, იუმაშევის ქუჩა N23-ის მიმდებარედ არსებული 5710.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და მოძრავი ქონება (17 ერთეული ბეტონის ფილა) – 713 000 ლარი.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ