რომელი ქვეყნის ელჩები ესწრებიან ამაღლობელის პროცესს და რატომ დაატოვებინეს დარბაზი აქტივისტების ნაწილს?

გამოცემა პუბლიკას ცნობით, მზია ამაღლობელის პროცესს ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, პოლიტიკოსები, დარბაზი გადავსებულია.
დარბაზი უკვე შეივსო. პროცესს ესწრებიან საფრანგეთის, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ლიეტუვის, ევროკავშირის ელჩები, პოლიტიკოსები, სასამართლო დარბაზშია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ც. რადგან დარბაზის ზომა ლიმიტირებულია (დაახლოებით 60-მდე ადამიანი ეტევა) უამრავმა მსურველმა შემოსვლა ვერ შეძლო. მათ შორის სინდისის პატიმრების მშობლებმა, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ თბილისიდან. აქტივისტების ნაწილი დარბაზიდან გადის რათა მათ დაუთმოს ადგილი. ამატებენ სკამებსაც. საკუთარ ადგილებზე სხედან ადვოკატებიც. აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტი მსურველია დარბაზში, ვიდრე სკამი. წესის მიხედვით კი, დარბაზში ყველა დამსწრე უნდა იჯდეს. ამიტომ ახლა მანდატურები ყველას, ვინც სკამი ვერ დაიკავა, მოუწოდებენ დარბაზი დატოვონ. შემოიყვანეს მზია ამაღლობელი. დარბაზი მას ტრადიციულად ფეხზე წამოუდგა და შეძახილებით და აპლოდისმენტებით მიესალმა. შემოვიდა მოსამართლეც, მანდატურებს ძალისხმევის გაღება სჭირდებათ, რათა დამსწრეებს ფეხზე წამოდგომა აიძულონ.. დაცვის მხარე აყენებს შუამდგომლობას, რომ მოსამართლემ სხდომათა დარბაზში დაუშვას წინა პროცესის დროს გაძევებული ზვიად ქორიძე. მოსამართლე აკმაყოფილებს შუამდგომლობას, თუმცა მანდატური ამბობს, რომ ფიზიკურად სკამი აღარ არის. მოსამართლე მას ავალებს, დაამატონ ერთი სკამი, – წერს პუბლიკა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!