რომელი ქვეყნები მდიდრდებიან ყველაზე მეტად?

გასულ თვეში, UBS-მა 2024 წლის „გლობალური სიმდიდრის ანგარიში“ გამოაქვეყნა. მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიაში იმ ქვეყნების სიას წარმოგიდგენთ, რომელთა სიმდიდრეც 2010-დან 2023 წლის ჩათვლით, პროცენტულად ყველაზე მეტად გაიზარდა. ამ კონტექსტში, „სიმდიდრე“ განისაზღვრება ერთ ქვეყანაში, შინამეურნეობის საკუთრებაში არსებული ფინანსური (მაგ. აქციები) და უძრავი აქტივების (მაგ. სახლი) ჯამს გამოკლებული ვალდებულებები (მაგ. სესხი და იპოთეკა). მიღებულ თანხას „წმინდა ღირებულება“ ეწოდება.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ქვეყნის სიმდიდრის ღირებულება დოლარშია შეფასებული. როგორც UBS-ის ანგარიშიდან ირკვევა, მის მიერ წარმოდგენილ ქვეყნებში, 2010 წლიდან სიმდიდრის ყველაზე სწრაფი ზრდა ყაზახეთში ფიქსირდებოდა. ცენტრალური აზიის ქვეყანა ნავთობის, ურანისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მთავარი მწარმოებელია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990 წლის შემდეგ მკვეთრად – $27 მილიარდიდან $261 მილიარდამდე (2023 წ.) – არის გაზრდილი ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტი.
ვრცლად forbes.ge – ზე