რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ქარის ენერგიას?

2023 წელს ქარისგან ენერგიის გამომუშავებამ ახალ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამან გასულ წელს მსოფლიოში მთლიანად წარმოებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილის 30%-მდე გაზრდას შეუწყო ხელი.
ქარის ენერგიის წარმოების კუთხით კვლავ ჩინეთი ლიდერობს. აზიურ სახელმწიფოზე გასულ წელს ქარისგან წარმოებული მთლიანი ენერგიის 66% მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სადგურები, რომლებიც შიდა მონღოლეთსა და სინძიანშია განლაგებული.
2030 წლისთვის ჩინეთი ქარისა და მზის ელექტროსადგურების გამომუშავების სამჯერ გაზრდას გეგმავს. ამ გეგმების განხორციელებაში კი მთავარი როლი მთავრობის ინვესტიციებსა და ინიციატივებს ენიჭება.
Energy Institute-მა 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიო ენერგიის სტატისტიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს გამომუშავებული ქარის ენერგიის სიმძლავრით ჩინეთთან ერთად და გერმანია გამოირჩევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი უახლოეს მდევარს, აშშ-ს თითქმის 300,000 მეგავატით უსწრებს.
ვრცლად forbes.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა