რომელი ქვეყნების ეკონომიკა იყო საუკეთესო 2023 წელს – The Economist-ის რეიტინგი

The Economist-მა გამოაქვეყნა ქვეყნების რეიტინგი, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე დიდ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიეს. რეიტინგის პირველი ადგილი გამოცემამ საბერძნეთს მიაკუთვნა. მეორე ადგილზე სამხრეთ კორეა, ხოლო მესამეზე შეერთებული შტატები მოხვდა.
The Economist-მა ხუთი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელი გააანალიზა, ესენია: ინფლაცია, „ინფლაციის დიაპაზონი“, მთლიანი შიდა პროდუქტი, სამუშაო ადგილები და საფონდო ბირჟის მაჩვენებლები.
რეიტინგისთვის სულ 35 ქვეყნის მონაცემები დაჯამდა.
საბერძნეთი ზედიზედ მეორე წელია პირველ ადგილს იკავებს და როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს „წარმატებული შედეგია იმ ეკონომიკისთვის, რომელიც ბოლო დრომდე არასწორი მენეჯმენტის სინონიმი იყო“.
სამხრეთ კორეას და -ის შემდეგ რეიტინგში კანადა და ჩილე არიან. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი და ფინეთი კი შედარებით ქვედა საფეხურებზე აღმოჩნდნენ.
The Economist აღნიშნავს, რომ ქვეყნებისთვის 2023 წლის მთავარი გამოწვევა ინფლაციასთან ბრძოლა იყო. იაპონია და სამხრეთ კორეა ფასებს დაბალ დონეზე ინარჩუნებენ. თუმცა, ევროპის ქვეყნებში ინფლაცია ისევ გამოწვევაა.
ჩილესა და სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები 2022 წელს – ბევრ ქვეყანაზე უფრო ადრე, და ახლა სარგებელს იღებენ.
შემდეგი ორი ინდიკატორი – დასაქმების ზრდა და მშპ, აჩვენებს, რომ 2023 წელს არსად იყო შთამბეჭდავად კარგი მაჩვენებლები, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობამ მშპ ვარდნა თავიდან აიცილა.

ასევე დაგაინტერესებთ