რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?

2024 წლის რვა თვეში საქართველომ უცხოეთიდან 881 მილიონი დოლარის ღირებულების 1.04 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 23%-ით, რაოდენობრივად კი 37%-ით მეტია.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველომ წელს 16%-ით შეამცირა ნავთობის იმპორტი ს ფედერაციიდან რამაც 365 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ კლების მიუხედავად, საქართველოს ნავთობის იმპორტის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთის ფედერაციაა, რაც მთლიანი იმპორტის 41%-ს შეადგენს. სანაცვლოდ კი გაზრდილია იმპორტი ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან რის შედეგადაც ნავთობის მოწოდების ბაზარი წელს უფრო დივერსიფიცირებული გახდა.