რომელი ფეხბურთელები არიან adidas-ის სახეები და ვინ არის მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული

გერმანულმა სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა „adidas“ ხუთ ფეხბურთელთან გააფორმა ხელშეკრულება.
მსგავსი რამ გავრცელებული პრაქტიკაა. ცნობილი სპორტული ბრენდები ფეხბურთის სუპერვარსკვლავებთან აფორმებენ მსგავს კონტრაქტებს.
ხვიჩა კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც adidas-თან ითანამშრომლებს.
გთავაზობთ adidas-ის სახეების საბაზრო ღირებულებებს, წლების მიხედვით:

ლიონელ მესი
„Transfermarket.com“-ის მონაცემებით, 20.12.2004 წელს (FC Barcelona B) მესის საბაზრო ღირებულება €3 მილიონს შეადგენდა, 18.12.2023 წლის მონაცემებით კი (Inter Miami CF) საბაზრო ღირებულება €35 მილიონს შეადგენს. მისი სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მაღალი 30.05.2018 წელს იყო და €180 მილიონს შეადგენდა.
ჯუდ ბელინგემი
ბელინგემის საბაზრო ღირებულება მუდმივად მზარდია. 17.10.2019 წლის მონაცემებით (Birmingham City), მისმა საბაზრო ღირებულებამ €2.5 მილიონი, ხოლო 22.12.2023 წლის მონაცემებით (Real Madrid), €180 მილიონი შეადგინა.

08.12.2017 წლის მონაცემებით (Dinamo Tbilisi), მისი საბაზრო ღირებულება 125 ათას ევროს შეადგენდა, საუკეთესო შედეგი კი 15.06.2023 წელს უფიქსირდება (SSC Napoli), €85 მილიონის ოდენობით. მისმა საბაზრო ღირებულებამ €5 მილიონით დაიწია და ამჟამად €80 მილიონს შეადგენს.
მოჰამედ სალაჰი
მისი საბაზრო ღირებულაბა 06.06.2010 წელს (EL Mokawloo SC) 25 ათას ევროს შეადგენდა, 10.12.2019 ( Liverpool FC) წელს კი €150 მილიონი შეადგინა. ბოლო წლების მანძილზე მისი საბაზრო ღირბულაბა €85 მილიონით შემცირდა და ბოლო მონაცემებით, 19.12.2023 ( Liverpool FC) €65 მილიონი შეადგინა.
კარლოს კასემირო
კასემიროს საბაზრო ღირებულებამ 06.09.2010 წელს (Sao Paulo Futebool Clube) 750 ათასი ევრო, ხოლო 05.03.2020 წელს (Real Madrid) €80 მილიონი შეადგინდა. ბოლო მონაცემებით 19.12.2023 (Marchester United), მისი საბაზრო ღირებულება €50 მილიონით შემცირდა და €30 მილიონი შეადგინა.