გასულ წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 198 კორესპონდენცია შევიდა, გაიმართა 130 პირდაპირი და ონლაინ შეხვედრა. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ვებგვედზე მიმდინარე წლის საქმიანობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. bm.ge გთავაზობთ აპარატის გასული წლის საქმიანობის შედეგებს.
სექტორებს შორის ყველაზე მაღალი მიმართვიანობით ვაჭრობა, მშენებლობა/უძრავი ქონება და მრეწველობა გამოირჩეოდა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა საქმიანობის სფეროების მიხედვით
მოპასუხე უწყებების მიხედვით ფინანსთა სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ლიდერობენ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით
რეგიონების ჭრილში განაცხადების 71% თბილისზე, ხოლო 10% აჭარაზე მოდის.
გასულ წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 40 საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტი განიხილა.
