რომელი პროფესიები იქნება ყველაზე მზარდი 2030 წლისთვის – WEF-ის ანგარიში

ბოლო წლებში სულ უფრო იმატებს საუბარი იმაზე, რამდენად, რა ფორმით და რა მასშტაბებით შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მუშა ხელის ჩანაცვლება.
იზრდება მოთხოვნა ისეთ კადრებზე, რომლებიც ციფრულ სპეციფიკაციებსა და ტენდენციებში კარგად ერკვევიან. შედეგად, Future of Jobs Report-ის შეფასებით, 2025-2030 წლების პერიოდში, პოტენციურად ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიები თითქმის სრულად ტექნოლოგიურ სფეროსთან არის დაკავშირებული.
იკვეთება კონკრეტულად ისეთი მიმართულებებიც, რომლებიც პირდაპირ სა და რობოტების მიერ შეიძლება შესრულდეს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში მოცემული პირველი 15 პროფესიიდან თითქმის ყველა ხელოვნურ ინტელექტთან და ტექნოლოგიურ სივრცესთან არის დაკავშირებული.
გთავაზობთ 2030 წლისთვის პოტენციურად ყველაზე მზარდ პროფესიებსა და მათი ზრდის პრიგნოზის პროცენტულობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით:
· დიდი მონაცემების სპეციალისტები – 110%;
· ფინტექ-ინჟინრები – 95%;
· ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სპეციალისტები – 85%;
· პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპერები – 60%;
· უსაფრთხოების მართვის სპეციალისტები – 55%;
· მონაცემთა საცავების სპეციალისტები – 50%;
· ავტონომიური მანქანებისა და ელექტრომობილების სპეციალისტები – 45%;
· UI- და UX-დიზაინერები – 45%;
· მსუბუქი სატვირთოსა და საკურიერო მომსახურების მძღოლები – 45%;
· ინტერნეტ-მოწყობილობების (IoT) სპეციალისტები – 40%;
· მონაცემთა ანალიტიკოსები და მეცნიერები – 40%;
· გარემოსდაცვითი ინჟინრები – 40%;
· ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები – 40%;
· DevOps-ინჟინრები – 40%;
· განახლებადი ენერგიის ინჟინრები – 40%.
bpn.ge