ისტორიის განმავლობაში ქალებმა კარიერული შესაძლებლობებისა და ზრდის უფლებების მოსაპოვებლად საკმაოდ ხანგრძლივი გზა გაიარეს, თუმცა მათი ჩართულობა გლობალურ სამუშაო ძალაში კაცებისას კვლავ ჩამორჩება.
საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ქალების მხოლოდ 47% არიან მსოფლიო სამუშაო ძალის ნაწილი, მაშინ როცა კაცების 72% დასაქმებულია. ამავე კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც, თუ ქალს აქვს სამსახური, ის შედარებით დაბალ პოზიციაზე მუშაობს.
ყველაფრის მიუხედავად, ქალების მოტივაცია კარიერული წინსვლისათვის მზარდია. როგორც CMP Research-ის დამფუძნებელი ნიკოლ კაილი Forbes-თან ინტერვიუში აღნიშნავს, ქალების დიდმა ნაწილმა სამსახური პანდემიის დროს დატოვა, თუმცა შრომისუნარიანი ქალები აშშ-ში უკვე უბრუნდებიან სამუშაო ბაზარს. ეს ტენდენცია სტაბილურად მზარდია და 2020 წლის თებერვლის რეკორდულ მაჩვენებლებს აღემატება.
გარდა ამისა, ბევრი კომპანია უკვე ხვდება, რომ იმისათვის, რომ ქალების ტალანტი შეინარჩუნოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასაქმებულებს შესაბამისი ბენეფიტებიც შესთავაზონ, როგორებიცაა, მაგალითად, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კომპეტენციის ამაღლების პროგრამები და სხვა.
Forbes-მა 37 ქვეყნის 70 000 ქალის გამოკითხვით სწორედ ისეთი კომპანიების რეიტინგი შეადგინა, ვინც ამ გამოწვევას წარმატებით ართმევს თავს. კვლევის მონაწილეებს, სხვა კითხვებთან ერთად, ასევე ჰკითხეს, რამდენად გაუწევდნენ თავიანთ დამსაქმებელს რეკომენდაციას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. მათ ასევე შეაფასეს კორპორაციის ზოგადი და გენდერული პრაქტიკები, როგორებიცაა, მაგალითად, გენდერული უთანასწორობა ხელფასებისა და განვითარების შესაძლებლობების მხრივ.
Forbes-მა ქალების დასაქმებისათვის საუკეთესო პირობების მქონე 400 კომპანია დაასახელა, რომელთა TOP 10-ულიც ასე გამოიყურება: