2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 13.4 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით მეტია. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დაკავშირებულია როგორც საყოფაცხოვრებო აბონენტების, ასევე ბიზნესების ელექტრომოხმარების ზრდასთან.
კერძოდ, “ენერგო პრო ჯორჯიას”, ანუ “ეპ ჯორჯია მიწოდების” აბონენტებმა 3.9 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 3.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება “თელასის” ანუ “თელმიკოს” აბონენტებს, მათ 3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 11.4%-ით მეტია. აფხაზეთში კი ელექტრომოხმარება 2.2 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც წლიურად 6%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ჯამურად, პირდაპირმა მომხმარებლებმა 2025 წლის 11 თვეში 3.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეისყიდეს, რაც წლიურად 7%-ით არის გაზრდილი.
2025 წლის 11 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია შემდეგმა კომპანიებმა მოიხმარეს:
| # | კომპანია | ელექტრომოხმარება – მლნ კილოვატ საათი |
| 1 | სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა | 758.8 |
| 2 | შპს ბი ეფ დი სი ჯორჯია / შპს ეიაიტექ სოლუშენი (კრიპტო მაინინგი) | 403.1 |
| 3 | სს რუსთავის აზოტი | 211.5 |
| 4 | შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია/ შპს ქართული ცემენტი | 188.7 |
| 5 | შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი | 176.1 |
| 6 | სს საქართველოს რკინიგზა | 155.5 |
| 7 | შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია | 147.9 |
| 8 | სს ჰუან ჰი ენერჯი/ტექსპრინტ კორპორეიშენი (კრიპტო მაინინგი) | 135.4 |
| 9 | შპს რუსთავის ფოლადი | 133.4 |
| 10 | შპს თი ეფ ზი სერვისის (კრიპტო მაინინგი) | 104.4 |
| 11 | შპს ჯეოსთილი | 101.8 |
| 12 | სს RMG Copper | 101.5 |
| 13 | შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია | 94.1 |
| 14 | შპს მეტალოლამი | 31.4 |
| 15 | სს მინა | 27.3 |
| 16 | შპს აითილებ (კრიპტო მაინინგი) | 24.6 |
| 17 | შპს საქართველოს მელიორაცია | 24.6 |
| 18 | შპს ჯორჯიან მანგანეზი | 24.4 |
| 19 | შპს ორბი ჯგუფი ბათუმი | 24.3 |
| 20 | შპს არ ემ ჯი გოლდი | 19.1 |




