რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას – ტოპ 20

2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.8 ტერავატ საათი შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარების უდიდესი ნაწილი მოდის “თელასისა” და “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებზე. უფრო კონკრეტულად, “თელასის” აბონენტების მოხმარება გაიზარდა 9%-ით 3.2 ტერავატ საათამდე, ხოლო “ენერგო პროს” აბონენტების მოხმარებამ 7%-ით იმატა და 4.1 ტერავატ საათი გახდა. ამასთან 6%-ით შემცირდა ენერგომოხმარება აფხაზეთში, რაც 2.55 ტერავატ საათს შეადგენდა.