რომელი კომპანიების შემოსავალი გაიზრდება წელს ყველაზე მეტად – Bloomberg-ის პროგნოზი

Bloomberg Intelligence (BI) ანალიტიკოსებმა შეადგინეს 50 გლობალური კომპანიის სია, რომელთა აქციების ფასები 2024 წელს ყველაზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
„კომპანიებზე გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გლობალური დათბობის მზარდი დრამატული ეფექტი. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების გახანგრძლივება, ისევე – ომები სა და ღაზას სექტორში, ელექტრომობილებზე გადასვლა და ჩინეთში უძრავი ქონების პრობლემური ბაზარი“, – წერს სააგენტო.
BI-ის სიაშია $275 მილიარდიანი ტექნოლოგიური გიგანტი Adobe, რომელიც, ახალი AI ფუნქციების წყალობით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, დამატებით $1 მილიარდს გამოიმუშავებს. Bloomberg Intelligence-ის პროგნოზით, კომპანიის შემოსავალი 12%-ით გაიზრდება.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, სააგენტო პროგნოზირებს შემოსავლების ზრდას Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ისთვის 11%-ით.
„AI-ზე მომუშავე ჩეთბოტის Bard-ის გაშვება ზრდის საძიებო რეკლამის მოცულობას და AI უახლოეს პერსპექტივაში გამოიწვევს მნიშვნელოვან ზრდას. გარდა ამისა, YouTube-ზე NFL-ის გამოწერები იზრდება და პერსონალის შემცირება ფიქსირებულ ხარჯებს $3 მილიარდზე მეტით შეამცირებს“, – აღნიშნავს Bloomberg.
შემოსავლების 12%-იანი ზრდაა ასევე პროგნოზირებული Amazon Corporation-ისთვის.
პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში სააგენტოს რჩევაა, რომ ყურადღება მიექცეს სპორტული აღჭურვილობისა და ტანსაცმლის ჩინურ მწარმოებელ Anta Sports-ს (შემოსავლების ზრდა მოსალოდნელია 15%-ით).
ავტომწარმოებლებს შორის ბლუმბერგი ასახელებს ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელ Aston Martin-ს (შემოსავლების ზრდა მოსალოდნელია 19%-ით, გაყიდვები კი 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს) და 3 ახალმა სპორტულ მანქანას – Vantage 12-ს, Valkyrie-ს და DB12-ს.
გაყიდვების სტაბილური ზრდა (109 მილიარდ დოლარამდე) და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდა 28%-ითაა პროგნოზირებული ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ისთვის, რომელიც ელექტრო მანქანების გაყიდვით Tesla-ს უსწრებს.
ფარმაცევტულ სფეროში სააგენტო გამოყოფს ფარმაცევტულ გიგანტებს – ამერიკულ Eli Lilly-ს და დანიურ Novo Nordisk-ს, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს წონის დაკლების პროდუქტების ბაზარზე.
ელი ლილის შემოსავალი სავარაუდოდ გაიზრდება 16%-ით, ხოლო Novo Nordisk, რომელიც ელოდება ევროკავშირისა და -ს დამტკიცებას თავის ახალ პრეპარატ Wegovy-ზე, სავარაუდოდ – 22%-ით.
ენერგეტიკის სექტორში, ალბათ, ყველაზე დიდი შემოსავლის ზრდა (31%) არის პროგნოზირებული მზის პანელების მწარმოებელი First Solar-ისთვის.
ხოლო თამაშების სფეროში ყველაზე დიდ ზრდას (29%) ჩინური Galaxy Entertainment პროგნოზირებს, რომელიც ფლობს სასტუმროებსა და კაზინოებს მაკაოში.