რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფონზე? (forbs.ge)

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში -ის პრეზიდენტის, ს პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. ტრამპის განცხადებით, ქვეყნებს შორის თავდაცვის, ავიაციისა და ს განვითარების მიმართულებით მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებებია მიღწეული.
ტრამპის მიერ ახალი, მაღალი ღირებულების გარიგებების დაანონსებამ გავლენა აშშ-ის საფონდო ბირჟაზეც იქონია. ოთხდღიანი ვიზიტის ფონზე, გაიზარდა ისეთი მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ფასები, როგორიც, მაგალითად, Nvidia, Alphabet-ი და Amazon-ია. თუმცა ხუთშაბათის მდგომარეობით, ბაზარზე საერთო ვარდნამ ამ კომპანიების აქციების ღირებულების ზრდაც შეანელა.
Super Micro Computers: საინფორმაციო ტექნოლოგიების ფირმის აქციების ღირებულება ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში თითქმის 30.6%-ით გაიზარდა. მატება სამშაბათს, ს მონაცემთა ცენტრ DataVolt-თან მიღწეული $20-მილიარდიანი პარტნიორობის გავლენით მოხდა. თუმცა ხუთშაბათის საღამოს მდგომარეობით, Super Micro-ს აქციების ღირებულება 0.2%-მდე დავარდა.
Nvidia: Nvidia-ს აქციების ღირებულება ხუთშაბათს მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სამშაბათსა და ოთხშაბათს მატებამ დაახლოებით 11%-ს მიაღწია. Nvidia-ს შედეგები ამერიკულ კომპანიასა და საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის საკუთრებაში არსებულ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Humain-ს შორის შემდგარ შეთანხმებას უკავშირდება. პარტნიორობის ფარგლებში, Nvidia საუდის არაბეთში გასაყიდად ხელოვნური ინტელექტის ასიათასობით ჩიპს გაიტანს. Blackwell-ის ჩიპების პირველი ტრანში კი Humain-ს გადაეცემა.
AMD: Humain-თან $10-მილიარდიანი თანამშრომლობა დააანონსა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანია Advanced Micro Devices-მაც (AMD). შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება 7.4%-ით გაიზარდა.
Palantir: Palantir-ის აქციების ღირებულება ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ხუთშაბათს კი თითქმის 1%-ით დაეცა. Palantir-ი ერთ-ერთი იყო იმ კომპანიებს შორის, რომლებიც აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმს ესწრებოდნენ.
Boeing: თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის აქციების ღირებულებამ ხუთბაშათს უკანასკნელი 52 კვირის მაქსიმუმს მიაღწია. Boeing-მა Qatar Airways-თან $96 მილიარდის ღირებულების გარიგებას მიაღწია, რომლის ფარგლებშიც კატარულ კომპანიას 210 თვითმფრინავს მიაწოდებს.
Alphabet: Google-ის მშობელი კომპანია Oracle-ს, Salesforce-ს, AMD-სა და სხვა მსხვილ კომპანიებს $80-მილიარდიან ინვესტიციაში უერთდება, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთსა და აშშ-ში „უახლესი ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების“ განვითარება იგეგმება. გარიგების დაანონსების შემდეგ, ოთხშაბათის მდგომარეობით, Alphabet-ის აქციების ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა.
Amazon: Amazon-ის აქციების ღირებულება სამშაბათს 1.3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ საუდის არაბეთში „ხელოვნური ინტელექტის ზონის“ განსავითარებლად $5 მილიარდის პარტნიორობა დააანონსა. თუმცა აქციების დადებითი დინამიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ერთ აქციაზე კომპანიის ფასი ოთხშაბათს 0.5%-ით და ხუთშაბათს 2.3%-ით დაეცა.
Tesla: Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი იმ მილიარდერებს შორის იყო, ვინც ტრამპს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისას შეუერთდა. ამან, როგორც ჩანს ჩანს, Tesla-ს აქციების ფასი ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში 8.6%-ით გაზარდა.
ხუთშაბათს შუადღისთვის საფონდო ბირჟებზე ზრდა კვლავ განახლდა. თუმცა მანამდე, დილის საათებში, ვარდნა დაფიქსირდა, რაც ძირითადად Walmart-ის აქციების ღირებულების 3%-ითა და UnitedHealth-ის აქციების ფასის 14%-იანი ვარდნით იყო გამოწვეული. მოგვიანებით, S&P 500-ის საფონდო ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა, Nasdaq-მა და Dow Jones-მა კი, შესაბამისად, 0.2%-იანი და 0.4%-იანი მატება დააფიქსირეს. ექსპერტების ვარაუდით, დილის საათებში ვარდნა შესაძლო რეცესიისადმი ინვესტორთა სიფრთხილეს უკავშირდებოდა, თუმცა ამ კვირის დასაწყისში აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეულმა სავაჭრო შეთანხმებამ სიტუაცია გამოასწორა.
forbs.ge