“რომელი ინვესტორი შემოვა ქვეყანაში, თვითონვე რომ არ იციან სად მიდის ეს ქვეყანა” – ირაკლი გურჩიანი

სვანეთში მდებარე სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერებულია.
მისივე ცნობით, სვანეთისთვის ზამთარი ისედაც მკვდარი სეზონია, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საახალწლოდ რაიმეს იმედი ჰქონდეთ.
„სვანეთისთვის ისედაც მკვდარი სეზონია. მე არ ვიცი საახალწლოდ ვინმე თუ იქნება. დღეს არ არის ის მოცემულობა, რომ ვინმეს ეახალწლებოდეს.
ბიზნესზე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება. ფაქტობრივად გავჩერდით. მთელი ქვეყანა ქუჩაში დგას. ის კი არადა ადრე ყაზახეთიდან, დან და ტაჯიკეთიდან რომ გადამყიდველები ჩამოდიოდნენ, ისინიც კი აღარ ჩამოდიან. მოკლედ არავის არ უნდა ასეთ არეულ-დარეულ სიტუაციაში ჩამოსვლა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ასე დგანან და ჩვენს შვილებს გამწარებული ურტყამენ და ცხვირ-პირს უერთიანებენ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, წარმოუდგენელი ბარბაროსობა.
საერთაშორისო ინვესტორები დაივიწყეთ. რომელი ინვესტორი შემოვა ქვეყანაში, თვითონვე რომ არ იციან სად მიდის ეს ქვეყანა. მე კი ვიცი სადაც მიდის, სკენ მაგრამ მე არ მინდა რუსეთში წასვლა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 95%-ს არ უნდა რუსეთში წასვლა. უბრალოდ იმ 5%-ს თავში ჩამახედა, რომლებიც რუსეთში წასვლას და ამ პოლიტიკას ამართლებენ“,- ამბობს გურჩიანი.